ფეხბურთი

15:03 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერის” საუკეთესო სტარტი 15 წლის შემდეგ

მილანის “ინტერის” საუკეთესო სტარტი სერია A-ში 2002-2003 წლების სეზონის შემდეგ. ლუჩანო სპალეტის გუნდმა საწყის შვიდ ტურში 19 ქულა დააგროვა და ასე წარმატებით 15 წელია არ უთამაშია.

არც მაშინ, როდესაც “ნერაძურის” რობერტო მანჩინი თავკაცობდა და სკუდეტო მიჯრით ოთხჯერ მოიგო. არც მაშინ, როდესაც ლეგენდარული “ტრიპლეტი” შეასრულა ჟოზე მოურინიოს თავკაცობით.

მიმდინარე სეზონში “ინტერნაციონალემ” 7 მატჩიდან ერთადერთი ვერ მოიგო, “ბოლონიასთან” (1:1). “ინტერი” ლიდერ “ნაპოლის” ორი ქულით ჩამორჩება და მეორე-მესამე ადგილებს “იუვენტუსთან” იყოფს. სპალეტის გუნდს მომდევნო ტურში დერბი დელა მადონინაში მოუწევს თამაში “მილანის” წინააღმდეგ.

0.110946