ფეხბურთი

2:31 | 2.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური "ნაპოლი": შვიდიდან შვიდი და პირველი ადგილი (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ სატურნიორ ცხრილს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს – “ნაპოლი”. “აძური” უბრალოდ შეუდარებელია და ჯერ ქულაც არ დაუკარგავს.

მაურიციო სარის გუნდის მორიგი მსხვერპლი “კალიარი” გახდა. ნათელი იყო, რომ სარდინიელები ნეაპოლში ვერაფერს გახდებოდნენ და ასეც მოხდა. ანგარიში მეოთხე წუთზე გაიხსნა: მარეკ ჰამშიკისა და დრის მერტენსის დიდებული კომბინაცია სლოვაკის გოლით დასრულდა. სხვათა შორის, “ნაპოლის” კაპიტანმა წელს პირველად გაიტანა და ახლა ლეგენდარული დიეგო მარადონას რეკორდის მოსახსენალად (115 გოლი) ერთი გოლი აშორებს. ტაიმის ბოლოს უკვე თავად ბელგიელმა იხეირა პენალტით, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში კალიდუ კულიბალიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0. “ნაპოლიმ” შვიდან შვიდი თამაში მოიგო და პირველ ადგილზეა. საგულისხმოა, რომ კამპანიელებმა საინტერესო რეკორდი დაამყარეს: საქმე ისაა, რომ “ნაპოლი” სერია A-ს ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სტარტზე ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგო და თან მინიმუმ 25 გოლის გატანა მოახერხა!

ფეხი დაუცდა “იუვენტუსს” და ამიტომაც გახდა ერთპიროვნული ლიდერი “ნაპოლი”. მასიმილიანო ალეგრის რთული შეხვედრა ჰქონდა ბერგამოში. “ატალანტა” შარშანაც და წელსაც ძალიან კარგი გუნდია და ეს უკვე არაერთხელ დაამტკიცა. თუმცა, “იუვემ” ლომბარდიაში ჩინებულად დაიწყო და 24-ე წუთისთვის სერიოზული ფორა მიიღო. ისეთი, რომელსაც, როგორც წესი არ ანიავებს, მაგრამ ამჯერად საქმე გამონაკლისთან გვაქვს. ანგარიში ფედერიკო ბერნარდესკიმ გახსნა, რომელმაც ეტრიტ ბერიშას უხეიროდ მოგერიებულ ბურთს დაამატა. სხვათა შორის, ბერნარდესკი “იუვენტუსის” სასტარტოში პირველად მოხვდა და გოლს საგოლე პასიც წაამატა. ზუსტად სამ წუთში ფედერიკომ გონსალო იგუაინი გაიყვანა ჩინებულ პოზიციაში და არგენტინელმაც შეასრულა – 0:2. და მაინც, ამის მერე “იუვენტუსმა” დაიძინა. ძალიან ცუდი შეხვედრა ჩაატარეს ჯანლუიჯი ბუფონმა და პაულო დიბალამ. ჯიჯიმ “ატალანტას” პირველ გოლში ლომის წილი დაიდო: პაპუ გომესის ჯარიმა ცხვრიწინ მოიგერია და მატია კალდარამ ფორვარდივით იმოქმედა – დაამატა. კალდარაზე ცალკე უნდა ვთქვათ: “იუვენტუსის” ფეხბურთელია და “ატალანტაში” იჯარით თამაშობს. პოზიციით ცენტრალური მცველი გარდა იმისა, რომ უშუალო მოვალეობას დამაჯერებლად ართმევს თავს, გოლებსაც ხშირად იტანს. შარშან 7 გოლი შეაგდო, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე ორი გოლის ავტორია.

მეორე ნახევარში “იუვენტუსმა” მესამე გაიტანა: მარიო მანჯუკიჩმა თავურით შეაგდო, მაგრამ ვიდეო რეფერის ჩარევის მერე, გოლი გაუქმდა – სტეფან ლიხშტაინერი შეტევის დასაწყისში თურმე წესებს არღვევდა. ამ ეპიზოდიდან 10 წუთში მასპინძლებმა გაათანაბრეს – ბრაიან კრისტანტემ ცხრიანში დააჭედა – 2:2. ტურინელებს მოგება მაინც შეეძლოთ: 84-ე წუთზე პაულო დიბალამ პენალტის ნიშნულთან მივიდა, მაგრამ ვერ ივარგა. საერთოდ, არგენტინელი მთელი თამაში ამოვარდინილი იყო თამაშის რიტმიდან და ალბათ მიმდინარე სეზონის ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა. ასე და ამრიგად, “იუვემ” პირველი ქულები დაკარგა, “ნაპოლის” ჩამორჩა და “ინტერი” გაუტოლდა.

დიდებულია მილანის “ინტერნაციონალე” – ლუჩანო სპალეტის გუნდი მართალია პრაგმატულად თამაშობს, მაგრამ ქულებს აგროვებს და შვიდი მატჩიდან 6 მოიგო. “ნერაძურიმ” ამჯერზე სტუმრად დებიუტანტი და ღრმა აუტსაიდერი “ბენევენტო” დაამარცხა – 2:1. მატჩის გმირი მარსელო ბროჟოვიჩი გახდა, რომელმაც სამწუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა. “ინტერს” 19 ქულა აქვს. მილანურ გრანდს ასეთი კარგი სტარტი იმ წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც სკუდეტოს მიჯრით იგებდა. ბოლოს “ინტერს” ასეთი ჩინებული დასაწყისი 2002-2003 წლების სეზონში ჰქონდა.

გადასარევია “რომაც”, თუმცა “მილანი” ფეხზე ისევ ვერ დგება. “სან სიროზე” ამ გუნდთა შეხვედრაში ერთი მეორეს აღემატებოდა და გამოჩნდა, რომ “რომა” დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე “როსონერი” – ჯერჯერობით, ვერ გაამართლა ლომბარდიელთა სატრანსფერო აქტივობამ და ლეონარდო ბონუჩიც კი საკუთარი თავის აჩრდილს ჩამოჰგავს. “რომამ” ედინ ჯეკოსა და ალესანდრო ფლორენცის გოლებით დამაჯერებლად (2:0) მოიგო. სხვათა შორის, ფლორენციმ სერია A-ში გოლი 546 დღის შემდეგ (2016 წლის აპრილი) გაიტანა. პირადი რეკორდი გაიმეორა “რომამ” – “ჯალოროსიმ ზედიზედ 27-ე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. ბოლოს ზუსტად ასეთი შედეგი დედაქალაქელებს 2006 წელს ჰქონდათ. “რომა” ლიდერ “ნაპოლის” 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. აი, “მილანმა” კი მესამე შეხვედრა წააგო. მასიმო მირაბელი ამბობს, რომ ისინი ვინჩენცო მონტელას ენდობიან, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება. იტალიური მედიის ცნობით, გადაწყვეტი იქნება მილანური დერბი, რომელიც მომდევნო ტურში, სანაკრებო პაუზის შემდეგ გველოდება.

ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს რომის “ლაციო” – სიმონე ინძაგის გუნდმა “სასუოლოსგან” პირველმა გაუშვა, მაგრამ მერე მეტოქეს გადაურბინა და საბოლოოდ 6:1 გააცამტვერა. ამჯერად კინკილა გოლს დასჯერდა ჩირო იმმობილე. სამაგიეროდ, “არწივებს” ლუის ალბერტომ და მარკო პაროლომ ულიდერეს ორ-ორი გოლით.

ტურის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია, აუტსაიდერი “ვერონას” პატარა სასწაული ტურინში. “ტორინო” მეტოქეს პირველი ტაიმის მერე 2:0 ამარცხებდა, მაგრამ ქულას დასჯერდა. მოის კინმა და ჯამპაოლო პაცინიმ 89-ე წუთის შემდეგ გადაარჩინეს თამაში.

“ნაპოლი” – “კალიარი” 3:0 (2:0) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი (მარიო რუი 87); ალანი (ოუნა 78), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (როგი 71), მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“კალიარი” (4-3-2-1): კრანიო; პადოინი, ანდრეოლი, რომანია, კაპუანო; იონიტა, ჩიგარინი (დეიოლა 56), ბარელა; ჟოაო პედრო, პავოლეტი (ფარიასი 66); საუ (დესენა 34)

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 1:0 ჰამშიკი (4), 2:0 მერტენსი (40, პენ), 3:0 კულიბალი (47)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 2 (1) ბურთის ფლობა: 70%-30% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: როზარიო აბისო

“ბენევენტო” – “ინტერი” 1:2 (1:2) VIDEO

ბენევენტო, “ჩირო ვიგორიტო”

“ბენევენტო” (4-4-2): ბელეკი; ვენუტი, ჯიმშიტი, კოსტა, ლეტიცია; კატალდი, ვიოლა (ლაზაარი 84), მემუშაი (ჩიბსა 66), ლომბარდი (პარიჯინი 73); იემელო, დ’ალესანდრო

მწვრთნელი: მარკო ბარონი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბორზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო (დალბერტი 85); ვესინო, ბორხა ვალერო (გალიარდინი 79); კანდრევა (ჟოაო მარიო 52), ბროჟოვიჩი, პერიშიჩი; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ბროჟოვიჩი (19), 0:2 ბროჟოვიჩი (22), 1:2 დ’ალესანდრო (42)

გაფრთხილება: კოსტა (43), ლომბარდი (64) – ბორხა ვალერო (31), მირანდა (68), ვესინო (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (8) – 20 (14) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 1:11 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: დანიელე დოვერი

“კიევო” – “ფიორენტინა” 2:1 (1:1)

ვერონა, “ბენტეგოდი”

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ტომოვიჩი (დეპაოლი 63), გამბერინი (ცეზარი 71), დაინელი, კაჩატორე; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა (ბასტიენი 73); ინგლეზე, პუჩარელი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ფიორენტინა” (4-2-3-1): პუჩარელი; გასპარი, ასტორი, პეცელა, ბირაგი; ბადელი, ვერეტუ; ბენასი (ბაბაკარი 77), ტერო (საპონარა 56), კიეზა (ჟილ დიასი 52); სიმეონე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 0:1 სიმეონე (6), 1:1 კასტრო (25), 2:1 კასტრო (46)

გაფრთხილება: ტომოვიჩი (8), რადოვანოვიჩი (61) – ვერეტუ (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 15 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“ლაციო” – “სასუოლო” 6:1 (1:1) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

“ლაციო” (3-5-2): სტრაკოშა; პატრიკი, დე ვრეი (ფელიპე 67), რადუ (მაურისიო 86); მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი; იმმობილე, ლუის ალბერტო (ნანი 72)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“სასუოლო” (3-5-2): კონსილი; ლეტშერტი (პელუზო 21, მაციტელი 43), კანავარო, აჩერბი; ლიროლა, სენსი, მისიროლი (პოლიტანო 59), დანკანი, აჯაპონგი; ბერარდი, მატრი

მწვრთნელი: კრისტიან ბუკი

გოლები: 0:1 ბერარდი (27, პენ), 1:1 ლუის ალბერტო (45), 2:1 დე ვრეი (56), 3:1 ლუის ალბერტო (58), 4:1 პაროლო (64), 5:1 პაროლო (69), 6:1 იმმობილე (81, პენ)

გაფრთხილება: დე ვრეი (26), იმმობილე (53) – ბერარდი (24), აჯაპონგი (32), სენსი (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (13) – 9 (7) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ფაბიო მარესკა

“სპალი” – “კროტონე” 1:1 (1:0)

სპალი, “პაოლო მაცა”

“სპალი” (3-5-2): გომისი; სალამონი, ვეკარი, ფელიპე; ლაძარი, სკიატარელა, ვივიანი, მორა (რიცო 73), კოსტა (მატიელო 84); ანტენუჩი, ბორიელო (პალოსკი 29)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; სამპირისი (შიმიჩი 82), აჯეტი, ჩეკერინი, მარტელა; როდენი (ფარაონი 70), ბარბერისი, მანდრაგორა, სტოიანი (იცკო 90); ნვანკვო, ნალინი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 1:0 პალოსკი (39), 1:1 ნვანკვო (59)

გაფრთხილება: ფელიპე (84), სკიატარელა (88) - როდენი (35)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 13 (7) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 12:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“ტორინო” – “ვერონა” 2:2 (2:0)

ტურინი, “გრანდე ტორინო”

“ტორინო” (4-2-3-1): სირიგუ; დე სილვესტრი (ანსალდი 20), ნ’კულუ, ლიანკო, მოლინარო; რინკონი, ვალდიფიორი; იაგო ფალკე (გუსტაფსონი 78), ადემ ლიაიჩი, ნიანგი (ბოიე 71); ბელოტი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ვერონა” (4-3-3): ნიკოლასი; კასერესი (ჰერტო 46), ფერარი, კარაჩოლო, ფარესი; რომულო (ვალოტი 32), ძუკულინი, ბესა; ჩერჩი, კინი, ვერდე (პაცინი 59)

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

გოლები: 1:0 იაგო ფალკე (31), 2:0 ნიანგი (44), 2:1 კინი (89), 2:2 პაცინი (90, პენ)

გაფრთხილება: რინკონი (90) – კინი (51), ძუკულინი (79, 90), ვალოტი (90)

გაძევება: ძუკულინი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 17 (9) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“მილანი” – “რომა” 0:2 (0:0) VIDEO

მილანი, “სან სირო”

“მილანი” (3-5-2): დონარუმა; მუსაკო, ბონუჩი, რომანიოლი; ბორინი (ბონავენტურა 83), კესი, ბილია, ჩალჰანოღლუ, როდრიგესი; კალინიჩი (კუტრონე 79), ანდრე სილვა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი (ჟუან ჟესუსი 86), ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი (პელეგრინი 30); ფლორენცი, ჯეკო, ელ შაარავი (ჟერსონი 78)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 ჯეკო (72), 0:2 ფლორენცი (77)

გაფრთხილება: ჩალჰანოღლუ (33, 80), ბილია (62) – ჯეკო (51)

გაძევება: ჩალჰანოღლუ (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 9 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 2:2 თამაშგარე: 5:5

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ატალანტა” – “იუვენტუსი” 2:2 (1:2) VIDEO

ბერგამო, “ატლეტი აძური”

“ატალანტა” (3-4-2-1): ბერიშა; მაზიელო, კალდარა, პალომინო; ჰატებური, კრისტანტე (დე რუნი 88), ფროილერი, სპინაცოლა; კურტიჩი (პეტანია 56), გომესი; კორნელიუსი (ილიჩიჩი 32)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (ბარძალი 66), ბენატია, კიელინი, ასამოა; ბენტანკური, მატუიდი; ბერნანრდესკი (კუადრადო 69), დიბალა, მანჯუკიჩი (დუგლას კოშტა 78); იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ბერნარდესკი (21), 0:2 იგუაინი (24), 1:2 კალდარა (31), 2:2 კრისტანტე (67)

გაფრთხილება: გომესი (64), პალომინო (80), პეტანია (82) – ლიხშტაინერი (58)

გამოუყენებელი პენალტი: დიბალა (84, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 14 (10) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 0:3 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ანტონიო დამატო

ბომბარდირები: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 10 გოლი, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9, ედინ ჯეკო (“რომა”) – 7, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 7, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 6.

თეგებისერია A
0.110571