ფეხბურთი

19:38 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი:კაშია, არველაძე, ტაბიძე, გვილია

გურამ კაშიას “ვიტესმა” შინ 1:1 ითამაშა “უტრეხტთან” და ჰოლანდიაში მესამე ადგილზეა. არნემელთა ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი, გაფრთხილებაც მიიღო. “ვიტესიდან” გოლი ინგლისელმა მაუნტიმ გაიტანა: საქართველოში ჩატარებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ფახთაქორმა” სტუმრად 0:2 წააგო “ნოვბახორთან” და უზბეკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე დარჩა. შოთას გუნდი 10 ქულით ჩამორჩება “ლოკომოტივს”, წინ კი შვიდი ტურია.

ჯიმი ტაბიძემ 90 წუთი ითამაშა ცსკა-“უფას” მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა. ქართველი მცველი კარგად გაისარჯა, მეტოქის ძლიერ ფორვარდებთან არ დაჩაგრულა. “უფა” მეათე ადგილზეა.

ბელარუსის ჩემპიონატში ბატე-მ სტუმრად 1:0 სძლია უშუალო კონკურენტს, მინსკის ‘დინამოს”. ვაკო გვილია განაცხადში იყო, მაგრამ მინდორზე არ შეუყვანიათ. ბატე მეორე პოზიციაზეა და ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ სოლიგორსკის “შახტიორს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102397