ფეხბურთი

1:09 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ და შოუ: ნეიმარმა პენალტი დაარტყა, კავანის საგოლე პასი გაუკეთა (+VIDEO)

პსჟ განაგრძობს საფრანგეთის ლიგა 1-ში დონირებას, მეტოქეთა რბევას და შოუს დადგმას. უნაი ემერის გუნდმა ამჯერად "ბორდოს" გადაურბინა - 6:2. დუბლი შეასრულა ნეიმარმა. ჯარიმა მან დაარტყა და გაიტანა, პენალტიც მან დაარტყა და გაიტანა. სამაგიეროდ, მბაპე-ნეიმარი-კავანის დიდებული კომბინაცია დაავირგვინა ურუგვაელმა და საგოლე გადაცემა ბრაზილიელმა გაუტანა.

როგორც ჩანს, პსჟ-ს ლიდერებს შორის უთანხმოებას წერტილი მართლაც დაესვა. ჟირონდელების კარში უალამაზესი გოლი გაიტანა იულიან დრაქსლერმაც: გერმანელის საბოლოო დარტყმა ხომ ერთ რამედ ღირდა და კილიან მბაპეს პასი საერთოდ გენიალური იყო. სხვათა შორის, მბაპემაც გაიტანა. მოკლედ, "პარი სენ ჟერმენი" ძალიან, ძალიან საშიში გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113543