ფეხბურთი

17:31 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე: "ანჩელოტის შეუძლია "მილანის" დიდების დაბრუნება"

თბილისის მერობის კანდიდატი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე “მილანში” კარლო ანჩელოტის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

საქართველოში გამართული საქველმოქმედო მატჩისას, Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტი თბილისში იმყოფებოდა და კალაძესთან ინტერვიუც ჩაწერა. საქართველოს ნაკრების ექსკაპიტნის განცხადებით, ანჩელოტის შეუძლია “მილანი” გამარჯვების გზაზე დააბრუნოს.

“მართალი გითხრათ, რთული იქნება კლუბისთვის იმ წარმატებების გამეორება, რომელიც გალიანისა და ბერლუსკონის დროს ჰქონდა. ეს იყო ეპოქალური მიღწევები და მქონდა პრივილეგია, მეც მეთამაშა იმ გუნდში.

კარლო ანჩელოტი? – იდეალური იქნებოდა. კარლო სხვებზე უკეთ იცნობს “მილანის” ფილოსოფიას. “მილანს” შეუძლია დაიბრუნოს გამარჯვებულის მენტალიტეტი ანჩელოტისთან ერთად”, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტი “ბაიერნიდან” დაითხოვეს და უმალ დაიწყო საუბარი “მილანში” მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ იტალიური მედიის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელობა ვინჩენცო მონტელას მუშაობით კმაყოფილი არაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113946