ფეხბურთი

16:26 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი ისევ ტრავმირებულია. ქართველმა მარცხენა მუხლი "კრასნოდარისა" და "არსენალის" მატჩში დაიზიანა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმისაა ტრავმა.

ოქრიაშვილი ტულის "არსენალთან" მატჩში 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა და ზუსტად 8 წუთში დაშავდა. აღსანიშანვია, რომ იგორ შალიმოვს სამივე შეცვლა იმ დროისთვის გამოყენებული ჰქონდა, ხოლო შარლ კაბორე გაძევებული გახლდათ და "კრასნოდარმა" თამაში 9 კაცის შემადგენლობით ჩაამთავრა.

შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილმა მუხლის მძიმე ტრავმის გამო 6 თვე უკვე გამოტოვა და მოედანს სულ რაღაც 2 კვირის წინ დაუბრუნდა. იმედია, ჩვენებურს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდება.

თორნიკე უელსთან და სერბეთთან შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრებშიცაა გამოძახებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115777