ფეხბურთი

18:00 | 30.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: ესპანეთის ნაკრებში თამაში სიამაყე და უდიდესი მოტივაცია

კატალონიური „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ მოხარულია, ეროვნული გუნდის ღირსებას რომ იცავს.

30 წლის ფეხბურთელმა კატალონიელებს მოუწოდა, რომ 1 ოქტომბერს გასამართ რეფერენდუმში მხარი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირონ, თუმცა ეს სპორტულ მხარეს არ ეხება.

„მოხარული ვარ, გუნდის შემადგენლობაში რომ ვბრუნდები. ერთი თამაშის მოგება გვინდა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური განაღდებული გვექნება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეროვნულ გუნდში თამაში ჩემთვის სიამაყე და უდიდესი მოტივაციაა. მწვრთნელმა ისევ დამიძახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს კარგად ვასრულებ“, - გადმოგვცემს პიკეს სიტყვებს Goal-ი.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ნაკრები 6 ოქტომბერს ალბანეთს, ხოლო 9 ოქტომბერს ისრაელს შეხვდება.

თეგებიჟერარ პიკე
0.109571