ფეხბურთი

17:00 | 29.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მესისთან და ნეიმართან გათანაბრება მოუნდა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მას ახალი კონტრაქტის ფარგლებში მესისთან და ნეიმართან მიახლოებული ხელფასის მიღება სურს.

AS-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი აპირებს, კლუბს კონტრაქტის გაგრძელების დროს ულტიმატუმი წაუყენოს. რონალდუს წელიწადში გადასახადების გარეშე 30-40 მილიონი ევროს მიღება სურს.

“სამეფო კლუბის” ხელმძღვანელები, თავის მხრივ, მზად არიან, 32 წლის მოთამაშეს ხელფასი გაუზარდონ, თუმცა, მხოლოდ 25 მილიონ ევრომდე. დღეს კი რონალდუ 21 მილიონს გამოიმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112279