ფეხბურთი

17:49 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი და “ბაიერნი” დაშორდნენ

მიუნხენის “ბაიერნს” ახალი მწვრთნელი ეყოლება. კარლო ანჩელოტი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც რეკორდმაისტერმა პარიზში 0:3 წააგო პსჟ-სთან.

ანჩელოტი შარშან ზაფხულს გახდა “ბაიერნის” თავკაცი და გუნდმა ბუნდესლიგა მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში “რეალთან” დამარცხდა. ასევე, “დორტმუნდთან” წააგო ქვეყნის თასის ნახევარფინალი და წლევანდელი სეზონიც სუსტად დაიწყო.

გარდა ამისა, ანჩელოტის მიმართ უკმაყოფილონი იყვნენ არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და სხვები.

"ბაიერნს" უახლოეს მატჩში, 1 ოქტომბერს, "ჰერტასთან" ვილი სანიოლი გაუძღვება და ამ თამაშის შემდეგ გამოცხადდება ანჩელოტის შემცვლელის ვინაობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108938