ფეხბურთი

20:37 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: “ჩემპიონთა ლიგის თამაშის მოგება არასდროსაა ადვილი”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ “სპორტინგთან” სტუმრად გამარჯვების (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის მოგება არასდროსაა მარტივი.

“თუ გამარჯვება გვინდა, მაშინ კარგად უნდა ვითამაშოთ. პირველ ტაიმში ვდომინირებდით, თუმცა გოლის გატანა ვერ შევძელით.

არ იქნება ზედმეტი და ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მოგება არასოდესაა მარტივი. რა თქმა უნდა, “სპორტინგს” შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ის ჯერ კიდევ ჩვენი კონკურენტია “იუვენტუსთან” ერთად”, - თქვა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2 ტურის შემდეგ “ბარსელონას 6 ქულა დაუგროვდა. 3-3 ქულა აქვთ “იუვენტუსსა” და “სპორტინგს”. რაც შეეხება “ოლიმპიაკოსს”, ბერძნული გუნდი 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123562