ფეხბურთი

15:21 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: “აკინფეევზე შური ვიძიე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, რომელმაც ცსკა-სთან მატჩში (1:4) დუბლი მიითვალა, ამბობს, რომ მოსკოველთა კარის დარაჯზე შური იძია.

“მახსოვს, 2014 წელს, ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის დროს აკინფეევს ვერ გავუტანე, თუმცა ახლა შური ვიძიე.

კიდევ გავაუმჯობესებ ჩემს თამაშს. გასულ სეზონთან შედარებით შეცდომებზე ვსწავლობ. დღეს თამაში არ იყო მარტივი. ცსკა ზეწოლას ახდენდა და ეძებდა შანსს, რომ გაეტანა. მეორე ტაიმში ეს მოახერხა კიდეც.

უნდა ვიმუშაოთ, რომ მომდევნო მატჩში, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, ბევრი პრობლემა არ შეგვიქმნას მოწინააღმდეგემ”, - განაცხადა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაში 2 ტურის შემდეგ A ჯგუფს 6 ქულით “წითელი ეშმაკები” ლიდერობენ. 3-3 ქულა აქვთ “ბაზელს” და ცსკა-ს, ბოლო ადგილზე კი “ბენფიკაა”, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

0.113005