ფეხბურთი

14:29 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი: “ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია”

“პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია და სჯერა, რომ პროგრესი გაგრძელდება. "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ ალ ხელაიფმა აღნიშნა, რომ პარიზელებმა საამაყო გამარჯვება მოიპოვეს. ამასთან, გუნდის ახალწვეული ნეიმარიც შეაქო.

“შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ. დავამარცხეთ ძლიერი გუნდი და შეგვიძლია ამით ვიამაყოთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩვენი მიზანი ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებაა. განვაგრძობთ ყოველდღიურად მუშაობას, რადგან გავაგრძელოთ პროგრესი. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებულნი.

რაც შეეხება ნეიმარს, ყველასთვის ცნობილია, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.”, - განაცხადა ხელაიფმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში “ბაიერნი” 3:0 დაამარცხა. ნეიმარი ამ მატჩში გოლით და საგოლე პასით გამოირჩა. პარიზული გუნდი შემდეგ ტურში “ანდერლეხტს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131015