სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

22:25 | 27.09.2017 | ნანახია 3972 - ჯერ

კახა კაშია: “მოგებული თამაშის შემდეგ ვამბობ: თურქეთში საშინელი მსაჯობა იყო”

როგორც იცით, “საბურთალომ” უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ფლეი-ოფის პირველი მატჩი გამართა და თურქულ “ბურსასფორს” სტუმრად 1:0 მოუგო. გამარჯვება გამარჯვებად, მაგრამ “საბურთალოს” აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ საინტერესო ამბები მოგვიყვა: სამარცხვინო მსაჯობა იყო, თურქებს ყველანაირად ეხმარებოდნენო:

- უსამართლო მსაჯობა ბევრჯერ მინახავს, მაგრამ ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყაზახეთის წარმომადგენლები მსაჯობდნენ (მთავარი არბიტრი ატაჟანოვი – რედ.) და პირველ ტაიმში ოთხი გაფრთხილება რისთვის მისცეს ჩვენებს, ვერ გავიგეთ. მეკარე ნასყიდაშვილს დროის გაყვანისთვის პირველივე ტაიმში ყვითელი ბარათი უჩვენა, უბრალო შეხებაზე უკვე აფრთხილებდნენ ბიჭებს. უბრალოდ, არ გვათამაშეს, საშუალებას არ გვაძლევდნენ. თამაშის დისკს ველოდები, ამის გარეშე თურქეთიდან არ წამოვალთ. ყველანაირად ცდილობენ, რომ დისკი არ მოგვცენ.

- უეფას დელეგატს ესაუბრეთ?

- ვუთხარი, რომ გვსურს, ასეთ მსაჯობას რეაგირება მოჰყვეს. თუმცა აგვიხსნა, ახლა ვერაფერი შეიცვლებაო. კიდევ კარგი, მოვიგეთ. თავად განსაჯეთ, საშინელ მსაჯობაზე ვსაუბრობ მოგებული თამაშის შემდეგ... რომ წაგვეგო, მსაჯობაზე საუბარს არასერიოზულობად ჩამითვლიდნენ, აი, მარცხს სხვა რაღაცეებს აბრალებსო. მთელ გუნდს დიდი მადლობა, რომ ასეთ შემოტევებს გაუძლეს.

- უშუალოდ თამაშის გარდა, თურქულმა მხარემ როგორ გიმასპინძლათ?

- ამ მხრივ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. საერთოდ, ქართველებზე კარგი დახვედრა არავინ იცის, მაგრამ თურქებისგანაც ცუდი არაფერი გვიგრძვნია. აი, მსაჯობაზე კი რა გითხრათ. მხოლოდ გაფრთხილებები და ჩვენს წინააღმდეგ დანიშნული ჯარიმები კი არა, ჩვენს სასარგებლოდ იმდენჯერ არ დაუსტვინეს, თვლა არაა. არაერთი შემთხვევა იყო, როცა სახიფათო საჯარიმო უნდა დაენიშნა მეტოქის კარისკენ.

- სამწუხაროდ, წლეულს ძალიან მომრავლდა ქართული გუნდებისა თუ ნაკრებების მიმართ ცუდი მსაჯობა...

- დიახ, ასეა. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ რაიმე რეაგირება მოჰყვეს. დისკს გავაგზავნით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში და შესაძლებელია, რომ იქიდან გაიგზავნოს უეფაში. ვფიქრობთ, რაიმე ბერკეტი უნდა არსებობდეს, რომ ასე არ გაგვწირონ მსაჯებმა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:42 | 28.09.2017
BEERTRANCE (94528)

რაის გამკეთებლები არიან.
1ად1 ის მაინც ქნან რო აქ წესიერი მსაჯები დანიშნონ რო არ გაგვიფუჭონ საქმე.

10:40 | 28.09.2017
salazar (1204)

ისე აქ რო სომხეთს ვეთამაშეთ მაშინაც ყაზახი არ მსაჯობდა? ეგეთი ცუდი მსაჯობა არასდროს მინახავს. შეგნებულად გვჩაგრავდა. თან რუსი წარმოშობის იყო მგონი ))

10:41 | 28.09.2017
salazar (1204)

21 წლამდელებს ვგულისხმობ. გაბელიას ნაკრებს. მხითარიანმა, რომ ერევნიდან გაგვიტანა მაგ თამაშს.

10:35 | 28.09.2017
ირაკლი1986 (2164)

მთავარი შედეგია ეხლა აქაც უნდა მოუგოთ,წარმატებები.

10:19 | 28.09.2017
lagashi (1816)

ძალიან კარგს იზამენ თუ გა...ბენ, გა...ბელს ყველა ერიდება, ასეთია ცხოვრება სხვა დროისთვის მოგვერიდებიან

04:07 | 28.09.2017
vashla (994)

ხო და აქ მოვითხოვოთ სომეხი მსაჯები დანიშნონ გაფრთხილება რააა , პენალს პენალტზე დადებენ

23:53 | 27.09.2017
zanzibari (184)

მთავარია მოიგეთ და გილოცავთ!

23:37 | 27.09.2017
GT (18)

თქვენ ჩაწერეთ დისკზე "დიდი მოურავი" და გაუგზავნეთ

22:54 | 27.09.2017
dinamo222 (3652)

არავინ არაფერს არ გააგზავნის მარტო სპორტში კი არა ყველაფერში დაჩმორებული ვყავართ @@@

07:45 | 28.09.2017
ogafa (5191)

+

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.184802