ავტოსპორტი

21:54 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ტორო როსომ“ კვიატი გასლით შეცვალა

„რედ ბულის“ მეორე გუნდმა, იტალიურმა „ტორო როსომ“ გამოაცხადა, რომ მომდევნო რბოლებში, რუს დანილ კვიატს ფრანგი პიერ გასლი შეცვლის. გუნდის შეფმა ფრანც ტოსტმა განაცხადა, რომ კვიატს დაასვენებს. ეს გადაწყვეტილება კი სინგაპურის დიდი პრიზის შემდეგ მიიღო, სადაც რუს პოილოტს საკუთარი შეცდომის გამო ავარია მოუვიდა.

გასლი 21 წლისაა და მან უკვე მოასწრო თავის გამოჩენა - 2014 წელს ფორმულა „რენო 3.5-ის“ ვიცე ჩემპიონი გახდა, გასულ სეზონში GP2-ის ტიტულს დაეუფლა, ამჟამად კი იაპონიის მეტად კონკურენტულ სუპერ ფორმულას ჩემპიონატში მეორე ადგილი უკავია.

„სკუდერია ტორო როსო რედ ბულმა ჩამოაყალიბა, რათა ახალგაზრდა ნიჭიერ პილოტებს რედ ბულის პროგრამიდან, ფორმულა 1-ში გაუკვალოს გზა. ჩვენ სწორედ ამ საქმით ვართ დაკავებულნი და პიერსაც ამიტო ვაძლევთ შანსს. გარკვეულ მიზეზთა გამო, რომელთა ნაწილი ტექნიკურ პრობლემებს მოჰყვა, უფრო მეტი კი შეცდომებს, დანილ კვიატმა ვერ მოახერხა საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა. სწორდ ამიტომ ვცვლით მას შემდეგ რბოლებში“, - ამბობს ტოსტი.

კვიატის დებიუტი ფ1-ში 2014 წელს, სწორედ „ტორო როსოში“ შედგა, საიდანაც მომდევნო სეზონში „რედ ბულში“ გადაინაცვლა. ავსტრიული გუნდის მანქანით, უნგრეთში მეორე ადგილიც კი დაიკავა. მომდევნო სეზონში, ჩინეთის ეტაპზე კვლავ ავიდა კვარცხლბეკზე, მაგრამ არაერთი ავარიის გამო, რომლებშიც რამდენჯერმე მეტოქეები დააზარალა, შუა სეზონში ისევ „ტორო როსოში“ დააბრუნეს, საიდანც „რდ ბულში“ მაქს ფერსტაპენმა გადაინაცვლა.

ამ სეზნში კვიატს მხოლოდ ოთხი ქულა აქვს დაგროვილი, რითაც გუნდს „უილიამსთან“ და „რენოსთან“ მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში ვერაფრით დაეხმარა. ტოსტი ამბობს, რომ ამ სვლით, მას უფრო გაუადვილდება მომავალი სეზონისთვის პილოტების შერჩევა. როგორც ცნობილია, მომავალ სეზონში ესპანელი კარლოს საინსი „რენოში“ გადაინაცვლებს. „ტორო როსოს“ მისი შემცვლელი ჯერ არ შეურჩევია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120997