ფეხბურთი

20:22 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ამსტერდამში ევროპული ფეხბურთი ვითამაშეთ"

არნემის “ვიტესი” ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც საფრანგეთში, “ნიცას” წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული მატჩის წინ ჰოლანდიურ გუნდის ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა.

“დაცვაში კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს სივრცეები არ დავუტოვოთ. “აიაქსის” წინააღმდეგ “ვიტესმა” ევროპული ფეხბურთი ითამაშა. გამოვიყენეთ ლინსენისა და რაშისაც სისწრაფეები და საგოლე მომენტები გოლებად ვაქციეთ. ასე უნდა ვითამაშოთ “ნიცასთან”. “ლაციოსთან” მარცხი კი კლასის ბრალი იყო – ბევრი შეცდომა დავუშვით და მეტოქემ დაგვსაჯა”, - განაცხადა კაშიამ.

“ვიტესი” ევროპა ლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე “ლაციოსთან” (2:3) დამარცხდა. 28 სექტემბერს კი, არნემელები ფრანგულ “ნიცას” სტუმრად დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.11245