ფეხბურთი

16:27 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “იდეალური ფეხბურთი ვითამაშეთ”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “დორტმუნდთან” თამაშის შემდეგ ძალიან კმაყოფილი იყო. როგორც ფრანგმა განაცხადა, მისმა გუნდმა იდეალური ფეხბურთი ითამაშა.

“შეგვეძლო მეტი გოლის გატანა, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ მთავარია, რომ მეტოქეზე მეტჯერ გავიტანეთ. რონალდუს გამო ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ ტაიმში ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. მეორე ნახევარში კი გარკვეული სირთულეები გვქონდა, მაგრამ დავძლიეთ. მთლიანობაში ჩემმა გუნდმა იდეალურად ითამაშა”, - განაცხადა ზიდანმა.

მადრიდის “რეალმა” “დორტმუნდი” 3:1 დაამარცხა და “სიგნალ იდუნა პარკზე” ისტორიაში პირველად მოახერხა ამის გაკეთება. “სამეფო კლუბი” ლა ლიგაში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებულად ასპრეზობს: 2 მატჩი და 6 ქულა.

0.114121