ფეხბურთი

15:47 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ ბოში: “პენალტი იყო, თუმცა “რეალმა” გამარჯვება დაიმსახურა”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში აღიარებს, რომ “რეალმა” გამარჯვება (3:1) დაიმსახურა. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, მართალია მსაჯი სერხიო რამოსის ეპიზოდში შეცდა, თუმცა “სამეფო კლუბმა” დამსახურებულად გაიმარჯვა.

“ჩვენი მარცხი მხოლოდ დაცვის ბრალი არაა – გვყავდა ძალიან ძლიერი მეტოქე, რომელიც თითქმის ყველა კომპონენტში ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ იყო. დაცვაში თამაში მომავალში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. გვიჭირს, როდესაც ჩვენს საჯარიმოსთან ზეწოლა დიდია.

პენალტი? – რამოსმა ხელით ითამაშა, მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, მაგრამ ჩვენ დამსახურებულად წავაგეთ”, - განაცხადა ბოშმა.

შეგახსენებთ, “რეალმა” დორტმუნდში პირველად შეძლო გამარჯვება. ამაში დიდი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა. “რეალს” ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, ხოლო გერმანულ გუნდს ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112827