ფეხბურთი

19:55 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “ესპანელების დომინირება უნდა დავამხოთ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ესპანური გუნდების ჰეგემონიას დაამხობს. ამის შესახებ იტალიელმა “ატლეტიკოსთან” მატჩის წინ განაცხადა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ანტონიოს არ დავიწყებია მეტოქის სიძლიერე და მასზე პატივისცემით ისაუბრა.

“ატლეტიკო” ძლიერი გუნდია, რომელსაც აქვს მდიდარი გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის. ბოლო წლებში მადრიდელებმა ორჯერ ითამაშეს ფინალში და ეს არაა ადვილი. შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ და შესანიშნავად ორგანიზებული გუნდია. ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. კარგად ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს.

ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ჩვენ ყველა შეხვედრაში მოედანზე 3 ქულისთვის გავდივართ. ამ სეზონში დიდი სურვილი გვაქვს, რომ შორს წავიდეთ. ბოლო წლებში ესპანური გუნდები დომინირებენ და ეს მიუთითებს მათ სიძლიერეზე, მაგრამ უნდა შევეცადოთ ესპანელთა დომინირება დავამხოთ”, - თქვა კონტემ.

“ატლეტიკოსა” და “ჩელსის” მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.114056