ფეხბურთი

15:09 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: “პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატია”

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი ამბობს, რომ მის გუნდს “ბაიერნთან” რთული შეხვედრა ელის, რადგან “რეკორდმაისტერი” მსოფლიოში გამორჩეულია. თუმცა, იქვე დასძენს, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ კანდიდატთა შორისაა:

“ჩვენ ვეთამაშებით გუნდს დიდი ისტორიით და რომელიც ყველა ტურნირში, სადაც მონაწილეობს, გამარჯვებისთვის იბრძვის. როდესაც ესპანეთში ვმუშაობდი, მომიწია დაპირისპირება საუკეთესო კლუბებთან - “ბარსელონა”, “რეალი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “მანჩესტერი”... ამ კლუბების წინააღმდეგ თამაში იოლი არასდროსაა.

თუმცა, პსჟ-მ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა და გახდა ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი”, - აღნიშნა ემერიმ.

“პარი სენ ჟერმენისა” და “ბაიერნის” შეხვედრა დღეს, 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114801