ფეხბურთი

14:03 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტიმო ვერნერმა “ვოდაფონ პარკის” აურას ვერ გაუძლო

“ბეშიქთაში” – “ლაიფციგი”, 32-ე წუთი: მოულოდნელად, რალფ ჰასენჰუტლი გუნდის საუკეთესო ბომბარდირ ტიმო ვერნერს ცვლის. ეს უცნაური გადაწყვეტილება იყო, რადგან იმ დროისთვის გერმანელები აგებდნენ და ბევრმა ცვლილების შინაარსი ვერ გაიგო.

როგორც გაირკვა, ვერნერს სმენის პრობლემები შეექმნა “ვოდაფონ პარკზე” შექმნილი ხმაურის გამო.

“კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი, არაფერი მესმოდა. სათადარიგო სკამთან მივედი, მაგრამ არაფერი შეიცვალა”, - აღნიშნა მატჩის მერე ვერნერმა.

მოკლედ, მართლაც უცნაური ისტორიაა, მაგრამ სტამბულში შექმნილი ატმოსფეროს შესახებ ბევრი თქმულა. უშუალოდ მატჩი კი თურქეთის ჩემპიონმა დამაჯერებლად, 2:0 მოიგო.

0.112416