ფეხბურთი

22:16 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კეინი: მესის და რონალდუს თამაში შესანიშნავი სტიმულია

“ტოტენჰემის” ინგლისელმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა მესისა და რონალდუს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათი თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის განვითარებისთვის შესანიშნავი სტიმულია.

“სოციალურ ქსელში ხშირად ადარებენ არგენტინელ და პორტუგალიელ მოთამაშეებს. ვურჩევ მათ, შეწყვიტონ შედარებები. ორივე საუკეთესოა.შეხედეთ მათ და გაიგებთ, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ მიიწევენ. მათი თამაში განვითარებისთვის შესანიშნავი სტიმულია”, - თქვა კეინმა.

კეინმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით 7 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113299