ფეხბურთი

18:00 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბრონკჰორსტი: “წარმატების შანსი ყოველთვის არსებობს”

“ფეინოორდის” მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი “ნაპოლისთან” მატჩის წინ აცხადებს, რომ წარმატების შანსი ყოველთვის არსებობს და ნეაპოლში გასამარჯვებლად ჩავიდა.

“ნაპოლი” თამაშობს როგორც გუნდი, ისინი ზეწონას და ბევრი გოლის გატანას ეცდებიან. არ ვთვლი, რომ ამ მატჩში უპირატესობას ჩვენ მოვიპოვებთ, თუმცა მჯერა, რომ წარმატების შანსი ყოველთვის არსებობს და აქ გასამარჯვებლად ჩამოვედით.

თამაშის სქემა მოწინააღმდეგეზე და მის ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ კარი და შევინარჩუნოთ კარგი ანგარიში”, - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი, “ნაპოლსა” და “ფეინოორდს” შორის დღეს 22:45 წუთზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133241