ფეხბურთი

17:36 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სარი: “მეღიმება, რადგან “აიაქსი” “ფეინოორდზე” ძლიერი გუნდი ჰგონიათ”

იტალიური “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ფეინოორდთან” მატჩამდე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მეტოქე გუნდს საკუთარ საჯარიმოში თავისუფლად თამაშის უფლება არ უნდა მისცენ.

“მეღიმება, რადგან “აიაქსი” ყველას უფრო ძლიერ გუნდად მიაჩნია. ისინი უარყოფენ “ფეინოორდის” სიძლიერეს, არადა გუნდი გასულ სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა.

ჩვენ გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც მომავალში მთელს ევროპაში გახდებიან ცნობილი და იმედი მაქვს, რომ ეს კლუბი დიდ სიხარულს მოგვიტანს. გულშემატკივრის დახმარების იმედიც მაქვს, რადგან გვსურს კარგი თამაში ჩავატაროთ.

შედეგებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ შაბათ-კვირას “ფეინოორდმა” კარგი თამაში ჩაატარა, თუმცა არ გაუმართლა და წააგო. ეს გუნდი აგრესიულად თამაშობს. მათ ჰყავთ 2-3 მაღალი დონის მოთამაშე, განსაკუთრებით თავდასხმაში. უნდა ვეცადოთ, რომ მოწინააღმდეგეები საჯარიმოს გარეთ დავაკავოთ”, - განაცხადა სარიმ.

“ნაპოლისა” და “ფეინოორდის” მატჩი 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111961