ფეხბურთი

16:20 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალი: “ამ არენაზე არასოდეს მომიგია და მინდა გუნდს დავეხმარო”

მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველმა დანიელ კარვახალმა “დორტმუნდთან” დაპირისპირების წინ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბს” საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად დრო სჭირდება.

“სამწუხაროდ, ამ არენაზე არასოდეს მომიგია. გუნდს მაქსიმალურად დავეხმარები. ბოლო დროს საკმარისი დრო არ მქონდა სათამაშოდ. ჩემპიონატის კარგად დაწყება ვერ შევძელით. საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად დრო გვჭირდება. მოედანზე მაქსიმალურად დიდი დროის გატარება მსურს, ამის შესახებ ზიდანსაც ვუთხარი. საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო.

კრიშტიანუ რონალდუს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. მისი გოლები განსაკუთრებული ხასიათის მატარებელია. ის თავის შანსს ყოველთვის იყენებს”, - თქვა კარვახალმა.

შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდისა” და “რეალის” მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113091