ფეხბურთი

13:28 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “სპარტაკი” ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი არაა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის “სპარტაკთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და მეტოქე გუნდის ძალები შეაფასა.

“სპარტაკი” ძალიან გამოცდილი მოწინააღმდეგეა. გუნდის მთავარი პრობლემა ტრავმირებული ფეხბურთელებია, თუმცა ის მაინც ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს.

ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია მოსკოველებისთვის. მათ აქვთ კარგი სიჩქარე და ტექნიკა. ამ კომპონენტების დაკარგვა გავლენას მოახდენს თამაშზე, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეს კლუბი არ არის დამოკიდებული ერთ ფეხბურთელზე და მის ქმედებებზე”, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ “სპარტაკისა” და “ლივერპულის” მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ მოსკოველებს ტრავმების გამო ზე ლუიში, კვინსი პრომესი, ჯანო ანანიძე და დენის გლუშაკოვი ვერ დაეხმარებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109881