ფეხბურთი

10:00 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” ლორენტეს გაუხანგრძლივა

“რეალმა” ახალგაზრდა ჩამშლელ ნახევარმცველს მარკოს ლორენტეს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. მადრიდული გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ლორენტემ “რეალის” საფეხბურთო აკადემიას 2008 წელს მიაშურა, ხოლო 2014 წელს “სამეფო კლუბის” მეორე გუნდში გამოჩნდა და ორი წლის განმალობაში ჩატარებულ 62 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. ის გასულ სეზონში “ალავესში” იყო განათხოვრებული და 32-ჯერ ითამაშა, ხოლო მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მადრიდულ გრანდში დააბრუნეს და ჯერჯერობით 3-ჯერ (სულ 98 წუთი) მოუწია თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.173297