ფეხბურთი

22:39 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "უცხოეთში მუშაობას დიდ ხანს არ ვაპირებ"

ლონდონის “ჩელსის” იტალიელ თავკაც ანტონიო კონტეს სამშობლო მოენატრა. როგორც კონტემ განაცხადა, უცხოეთში მუშაობას დიდი ხნის განმავლობაში არ აპირებს.

“იტალია ძალიან მაკლია და მენატრება. უცხოეთში დიდ ხანს არ დავრჩები. იტალიის ნოსტალგია მაქვს და დავბრუნდები ჩემს სამშობლოში”, - აღნიშნა კონტემ Radio Anch’io Sport-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტე “ჩელსის” სათავეში 2016 წლიდან მოყოლებული მუშაობს. იქამდე იგი მხოლოდ იტალიაში იყო დასაქმებული, როგორც ფეხბურთელობის, ისე მწვრთნელობის დროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109827