ფეხბურთი

12:40 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “დაცვით თამაშზე შემიძლია წიგნი დავწერო”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი საკუთარ თავს დაცვის ჭეშმარით პროფესიონალად მიიჩნევს და ამბობს, რომ შეუძლია დაწეროს წიგნი, თუ როგორ უნდა ითამაშო დაცვაში.

“ძნელია ამდენი გაშვებული გოლის შემდეგ ვთქვა, რომ კარგი თავდაცვითი მწვრთნელი ვარ. ფეხბურთის შესახებ ყველაფერი არ ვიცი, თუმცა მე შემიძლია ორ საათში დავწერო წიგნი, თუ როგორ უნდა ითამაშო დაცვაში კარგად. რომელი ზონები უნდა დაფარო, სად და როდის უნდა იყოს მოთამაშე, რა ეტაპზეა საჭირო უფრო აქტიურად თამაში. 19 წლის გამოცდილება მაქვს. პრობლემა არ არის”, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მე-6 ტურში “წითლებმა” “ლესტერი” 3:2 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან. განვლილ ექვს მატჩში კლოპის შეგირდებმა 12 გოლი გაიტანეს და 11 გაუშვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122682