ფეხბურთი

12:08 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კავანიმ ფულს პენალტი ამჯობინა

ედინსონ კავანისა და ნეიმარის სერიალი გრძელდება. როგორც ფრანგული მედია იუწყება, მოთამაშეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ურუგვაელი მოთამაშე არ აპირებს კომპრომისზე წავიდეს და თერთმეტმეტრიანების დარტყმის უფლება ბრაზილიელს დაუთმოს.

El Pais-ის ინფორმაციით “პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფმა 30 წლის მოთამაშეს ახალი წინადადებით მიმართა - ედინსონი 1 მილიონ ევროს აიღებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ გოლს გაიტანს, სანაცვლოდ კი მოითხოვა, რომ გუნდის მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანები ნეიმარმა შეასრულოს.

კავანის პასუხმააც არ დააყოვნა და კლუბის ხელმძღვანელობას მტკიცე უარი შეუთვალა.

აქვე გეტყვით, რომ კავანის კლუბთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმადაც, ბონუსის სახით 1 მილიონ ევროს აიღებს იმ შემთხვევაში, თუ ლიგა 1-ის ბომბარდირი გახდება.

შეგახსენებთ, რომ უთანხმოება კავანისა და ნეიმარს შორის “ლიონთან” მატჩის შემდეგ გრძელდება.

აქვე გეტყვით, რომ პარიზულმა კლუბმა ლიგა 1-ის მე-7 ტურში ნეიმარის გარეშე ითამაშა და მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ვერ მოიგო. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, პსჟ 19 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112015