ჩოგბურთი

11:40 | 25.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც მეცის ტურნირზე წარმატებულად იასპარეზა და ნახევარფინალში გავიდა, დღეს გამოქვეყნებულ განახლებულ რეიტინგში ხუთი პოზიციით დაწინაურდა.

ნიკამ 64-ე ადგილიდან 59-ზე გადაინაცვლა. ბასილაშვილმა რეიტინგში საუკეთესო 51-ე პოზიცია ამა წლის ივლისის თვეში დააფიქსირა.

განახლებულ რეიტინგში პირველი 10-ეული უცვლელად გამოიყურება.

  1. რაფაელ ნადალი – 9465
  2. როჯერ ფედერერი - 7505
  3. ენდი მარეი – 6790
  4. ალექსანდრ ზვერევი – 4310
  5. მარინ ჩილიჩი – 4155
  6. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 4125
  7. დომინიკ ტიმი – 3925
  8. გრიგორ დიმიტროვი – 3575
  9. სტენ ვავრინკა – 3540
  10. პაბლო კარენო ბუსტა – 2855

59. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 852

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110818