ფეხბურთი

23:07 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის დუბლი სლოვაკეთში

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მეათე ტურში დუბლით გამოირჩა გიორგი ბერიძე. “ტრენჩინმა” სტუმრად “ტატრანი” 7:0 გააცამტვერა, ხოლო ამაში თავისი სოლიდური წვლილი გიორგიმაც შეიტანა.

ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა – 33-ე წუთზე ჩვენებურმა ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 89-ე წუთზე მასპინძელთა რბევას წერტილი დაუსვა.

“ტრენჩინი” 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება. 20 წლის ქართველი შემტევის მონაგარი კი 9 მატჩსა და 3 გოლს შეადგენს.

0.118233