ფეხბურთი

20:20 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ძალიან ბედნიერი ვარ"

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია “აიაქსთან” გამარჯვებით ბედნიერია. როგორც ქართველი ფეხბურთელი წერს, ამსტერდამში მოგება სწორი რეაქცია გახლდათ.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩვენ გვქონდა მძიმე კვირა და ერთადერთი სწორი რეაქცია ამსტერდამში გამარჯვება იყო. იმედია, ამ მოგებით გულშემატკივრების გულებში დავბრუნდით”, - წერს კაშია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, “ვიტესმა” “აიაქსი” 2:1 დაამარცხა. ამ მატჩში ანგარიში სწორედ კაშიამ გახსნა, რომელმაც 21-ე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა ანდრე ონანას კარი.

არნემის “ვიტესი” ერედივიზიონში მშვენივრად გამოიყურება და 6 ტურის შემდეგ ლიდერ “პსვ ეინდჰოვენს” ორი ქულით ჩამორჩება. კარგი დასაწყისი აქვს გურამსაც: 5 თამაში და 2 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112242