ფეხბურთი

11:39 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალამ 58 წლის შემდეგ სერია A-ს ისტორია დაწერა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ 58 წლის შემდეგ იტალიის სერია A-ს რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ არგენტინელმა კალჩოს საწყის ექვს ტურში 10 გოლის გატანა მოახერხა და ეს საუკეთესო შედეგია 1959 წლის შემდეგ.

მაშინ, “ინტერის” ფეხბურთელმა ანტონიო ანგელინომ პირველ ოთხ ტურში 11 გოლი შეაგდო. იქედან მოყოლებული დღემდე საუკეთესო შედეგი გაბრიელ ომარ ბატისტუტასა და ანტონიო დი ნატალეს ჰქონდათ ნაჩვენები: 6 ტურში 8-8 გოლი.

“ლა ჯოიამ” განვლილ ექვს ტურში შემდეგი შედეგიანობით ითამაშა: გოლი “კალიარისთან”, ჰეთ-თრიქი “ჯენოასთან”, გოლი “კიევოსთან”, ჰეთ-თრიქი “სასუოლოსთან” და დუბლი “ტორინოსთან”.

აღსანიშნავია, რომ პაულო დიბალამ 2016-2017 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატში 11 გოლი გაიტანა. ახლა კი, უკვე 10-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11221