ფეხბურთი

1:19 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" და "ნაპოლი" უდანაკარგოდ (+VIDEO)

ტურინის “იუვენტუსი” და “ნაპოლი” ერთმანეთს ეჯიბრებიან. “ბებერი ქალბატონი” და “აძური” 6 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობენ და ნათელია, რომ წინ ძალიან საინტერესო ამბები გველოდება.

ტურინი შავ-თეთრია – ამ სათაურს იტალიურ მედიაში ბევრგან შეხვდებით. “იუვენტუსმა” დერბი დელა მოლე ადვილად და ლამაზ სტილში მოიგო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა. 4:0 სრულად ასახავდა იმას, რაც “ალიანც სთედიუმზე” ხდებოდა. მეტიც, რომ არა სალვატორე სირიგუს თავგანწირული და რიგ ეპიზოდებში ბრწყინვალე თამაში, “ტორინო” გაცილებით დიდი სხვაობით დამარცხდებოდა. ისევ დაფრინავდა პაულო დიბალა – არგენტინელმა ამჯერზე ჰეთ-თრიქი ვერ შეასრულა, მაგრამ ეპატიება, რადგან დუბლი გაიფორმა. გამორჩეული იყო მირალემ პიანიჩიც: ბოსნიელმა ორ საგოლე პასს ულამაზესი გოლიც დაუმატა.

საპასუხოდ კი, “ხარებს” მთელი თამაში ღირებული არაფერი შეუქმნიათ და მხოლოდ მეტოქისთვის ხელის შეშლით იყვნენ დაკავებული, მაგრამ ვაი, რომ ესეც არ გამოვიდა. “იუვენტუსი” იყო ლაღი და “იუვენტუსი” ფეერიული. ტურინული გრანდი უდანაკარგოა და ასეთი ჩინებული სტარტი წინა 6 სეზონშიც კი არ ჰქონია, როდესაც სკუდეტო მოიგო.

თუმცა, “იუვე” უკონკურენტო და უდავო ფავორიტი მაინც არაა. “ნაპოლისაც” ექვსიდან ექვსი გამარჯვება აქვს და “ნაპოლიმ” პირადი ისტორია დაწერა. საქმე ისაა, რომ ნეაპოლიტანელებს აქამდე იტალიის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 6 თამაში არასდროს მოუგიათ. მაურიციო სარის ბიჭებს მეექვსე გამარჯვება ბევრი ოფლის დაღვრად მოუწიათ: დებიუტანტი “სპალი” მრისხანე მეტოქეს მედგრად დაუდგა – თავიდან სკიატარელას გოლით იგებდა კიდეც, მაგრამ 57 წამში ლორენცო ინსინიემ გაათანაბრა. მთავარი მოვლენები მაინც თამაშის ბოლოს დატრიალდა. ჯერ კალეხონმა შეაგდო, მერე მასპინძლებმა გაათანაბრეს. 3 ქულა “ნაპოლის” ფაუზი გულამმა მოუტანა. “ნაპოლი” 100%-იანია და “ნაპოლი” “იუვენტუსთან” ერთად სხვებს ზემოდან დაჰყურებს.

VI ტურის პირველ სათამაშო დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა – “რომამ” “უდინეზე” მარტივად დაამარცხა და ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდიც საქმეშია. “ჯალორისი” მართალია ლიდერებს 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაში მარაგში აქვს. დედაქალაქელებმა ფრიულელებს შანსი არ დაუტოვეს. საუკეთესო სტეფან ელ შაარავი იყო, “ფარაონმა” დუბლი შეასრულა. უგოლოდ არც ედინ ჯეკო დარჩენილა.

ტური კვირას გაგრძელდება – ამჯერად უკვე, “ინტერისა” და “მილანის” საქმეში ნახვა მოგვიწევს.

“რომა” – “უდინეზე” 3:1 (3:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 30 000

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი (ბრუნო პერესი 78), მანოლასი, ფაციო, კოლაროვი (მორენო 74); ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი; პეროტი, ჯეკო (დეფრელი 71), ელ შაარავი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“უდინეზე” (4-4-2): ბიძარი; ლარსენი, ანჯელა, ნიუტინკი, სამირი; დე პაული (ბაიჩი 70), ბეჰრამი, ბარაკი (ფოფანა 52), იანკტო; ლასანია (პეცელა 46), მაქსი ლოპესი

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 1:0 ჯეკო (12), 2:0 ელ შაარავი (30), 3:0 ელ შაარავი (45), 3:1 ლარსენი (90)

გაფრთხილება: მაქსი ლოპესი (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 11 (9) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დავიდე მასა

“სპალი” – “ნაპოლი” 2:3 (1:1) VIDEO

სპალი, “სტადიო პაოლო მაცა”

მაყურებელი: 12 650

“სპალი” (3-5-2): გომისი; სალამონი, ვიკარი, ფელიპე (ვაეისანენი 66); ლაძარი, სკიატარელა, ვივიანი, მორა (რიცო 81), კოსტა; ანტენუჩი, ბორიელო (პალოსკი 86)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ზიელინსკი (მილიკი 70), დიავარა, ჰამშიკი (ალანი 61); კალეხონი, მერტენსი (როგი 76), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 1:0 სკიატარელა (13), 1:1 ინსინიე (14), 1:2 კალეხონი (71), 2:2 ვივიანი (78), 2:3 გულამი (83)

გაფრთხილება: სალამონი (39), ვივიანი (53), სკიატარელა (67) – ინსინიე (9)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 18 (13) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“იუვენტუსი” – “ტორინო” 4:0 (2:0) VIDEO

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 40 000

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, მატუიდი (ბენტანკური 72); კუადრადო (ბერნარდესკი 62), დიბალა, დუგლას კოშტა; მანჯუკიჩი (იგუაინი 80)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ტორინო” (4-2-3-1): სირიგუ; დე სილვესტრი, ნ’კულუ, ლიანკო, ანსალდი; რინკონი (გუსტაფსონი 75), ბაზელი; იაგო ფალკე (აკქუა 30), ლიაიჩი, ნიანგი (ბოიე 70); ბელოტი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 დიბალა (16), 2:0 პიანიჩი (40), 3:0 ალექს სანდრო (57), 4:0 დიბალა (90)

გაფრთხილება: ბენატია (45) – ბაზელი (10, 24), ლიაიჩი (39), აკქუა (83)

გაძევება: ბაზელი (24)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (9) – 6 (1) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

ბომბარდირები: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 10 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 6, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 6, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 6, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 6.

თეგებისერია A
0.132093