ფეხბურთი

23:13 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო კარერა: "ჯანოს მძიმე დაჟეჟილობა აქვს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ “ანჟისთან დაპიისპირებისას ტრავმა მიიღო, რომლის შესახებაც პირველი კომენტარი “სახალხო გუნდის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმო კარერამ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ქართველ მოთამაშეს მძიმე დაჟეჟილობა აღენიშნება.

“ჯანოს აქვს მძიმე დაჟეჟილობა და ხვალ გაირკვევა რამდენად სერიოზულია ეს”, - განაცხადა კარერამ.

აღნიშნულ მატჩში ანანიძემ მოედანი 36-ე წუთზე დატოვა, უშუალოდ მატჩი კი 2:2 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11678