ფეხბურთი

21:22 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე დაშავდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ტრავმირებულია. ქართველმა ფეხბურთელმა დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში "ანჟისთან" მატჩში მიიღო ტრავმა. რუსული გამოცემების ინფორმაციით, ჯანომ კუნთი დაიზინა და ამის გამო 36-ე წუთზე შეცვალეს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია ანანიძის დაზიანება - ეს სავარაუდოდ ხვალ გაირკვევა, როდესაც მტკივან ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარდება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენებური სანაკრებო პაუზის მერე "სპარტაკში" ტრავმირებული დაბრუნდა და მოედანს შუა კვირაში, სათასო დაპირისპირებისას დაუბრუნდა.

0.158438