ფეხბურთი

14:04 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ცუდი თამაში შედეგზე აისახა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბუნდესლიგის მე-6 ტურში “ვოლფსბურგთან” ფრედ, 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ, თავისი გუნდის თამაში გააკრიტიკა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, ფეხბურთელებმა ისე ვერ ითამაშეს, როგორც უნდოდათ.

“ჩვენ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. ძალიან ნელები ვიყავით. არ გვქონდა საჭირო ინტენსივობა. თამაში არ იყო ჩვენი კონტროლის ქვეშ. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და საბოლოო შედეგიც ცუდი მივიღეთ”, - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ 6 ტურის შემდეგ “ბაიერნი” 13 ქულით მეორე პოზიციაზეა. 13-ვე ქულა აქვს პირველადგილოსან “დორტმუნდს”, რომელსაც ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.

0.111379