ბლოგი

12:34 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სპორტი და ლუდი

სპორტი და ლუდი ერთმანეთთან ისტორიამ უხსოვარი დროიდან დააკავშირა. შეიძლება არ დაიჯეროთ და, ეგვიპტეში აღმოჩენილ უძველეს ნახატებში ნათლად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სპორტის იმხანად პოპულარულ სახეობაში - შუბების შორ მანძილზე სროლაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ჰოი საკვირველებავ - მათი ქომაგები ლუდს არახრახებდნენ!

სპორტის მრავალი სახეობის სულისჩამდგმელი ძველი რომაელები ლუდს უხვმოსავლიანობის ქალღმერთ ცერერასაგან ნაბოძებ ღვთიურ სითხედ მიიჩნევდნენ და ჰიმნებსა და ოდებში ხოტბას ასხამდნენ მას. მომთაბარე სკვითებს ჰიმნებზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ, სამაგიეროდ, ლუდს ოლიმპადის მომგონ ბერძნებსა და რომაელებზე უკეთ ხარშავდნენ, რასაც ბერძენი მოგზაურებიც ადასტურებდნენ თავიანთ ნაშრომებში.

მოკლედ, მსოფლიო სპორტის ისტორიაში არ ყოფილა არცერთი ერიც კი, რომელსაც სპორტისა და ლუდის ურთიერთშერწყმის “მუღამი“არ სცოდნოდა. გამონაკლისს მხოლოდ ავსტრალიელი აბორიგენები წარმოადგენდნენ, რომლებიც მეგობრებთან ერთად ლუდის სმას მათ შეჭმას ამჯობინებდნენ.

ისე კი, სიმართლე რომ მთქვათ, ჩვენი წინაპრების მიერ მოგონილ ლუდს თანამედროვე სასმელთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც, მაგალითად, ძველ მძლეოსნიბას თანამედროვესთან. უძველეს ლუდებს არც თეთრი ქაფი დაჰყვებოდა და არც ოქროსფერი დაჰკრავდა. ეს იყო მღვრიე წებოვანი სასმელი, რომლის გემოც დამჟავებული ცომისას წააგავდა. მაშინდელ ლუდს ამ სასმლისთვის დამახასიათებელი სიმწარეც კი არ ჰქონდა.

გასულ საუკუნეში ლუდი სპორტული ღონისძიებების უცველი ატრუბუტი გახდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის მრავალ ქვეყანაში. ცნობილი ამბავია, რომ მელუდეები მიუნხენში, ბერლინში, ბუენოს აირესსა და სხვა, საფეხბურთო თვალსაზრისით მნიშვნელოვან ქალაქებში სპეციალურად საფეხბურთო მატჩებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და ამ დღეს მათი წარმოება რამდენჯერმე იზრდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, მიუნხენში ლუდის ხარისხით აღშფოთებულ ქომაგებს დიდი ბუნტი მოუწყვიათ და ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მელუდეებზე სპეციალური კონტროლიც კი დაუწესებია.

დღეს. მაგალითად, ამერიკაში “ადოლფ კურს კომპანი“ ლუდის უდიდესი ქარხანაა მსოფლიოში. ის კოლორადოში, ზედ ამერიკული ფეხბურთის სტადიონის გვერდით მდებარეობს და ყოველწლიურად ორნახევარ მილიარდ ლიტრ სასმელს აწარმოებს. ლუდის მსოფლიოში უდიდეს ბარს „მატჰაიზერი“ ჰქვია და მიუნხენში, ბაიერშტრასეზე, ლეგენდარულ „უკიმპიანშტადიონთან“ ახლოს მდებარეობს. ყოველდღე იქ საშუალოდ 56449 ლიტრი ლუდი იყიდება. ეს ბარი 1829 წელს გაიხსნა, მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა, 1955 წელს კი აღადგინეს. დღესდღეობით ბარი 5500 ადამიანს იტევს.

თბილისში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში “დინამოს“ სტადიონთან განსაკუთრებით ბევრი ნახევრად არალეგალური მცირე ლუდხანა იყო გახსნილი. არის ლეგენდები, რომ წერეთლის გამზირზე მცხოვრები ბევრი ადამიანი ჩუმადაც ვაჭრობდა ხარისხიანი ჩეხური ლუდით და საფეხბურთო მატჩების დროს განსაკუთრებულად დიდ მოგებასაც ნახულობდა. ზოგადად, საბჭოთა კავშირი ფრიად უცნაური ქვეყანა იყო და დაბალალკოჰოლიანი ლუდის მოხმარებას ისეთივე დიდი ენთუზიაზმით ებრძოდნენ, როგორც, მაგალითად, არყის სმას. ხელისუფლების მხრიდან ლუდთან ბრძოლა კი სპორტის ქომაგებისთვის, ცხადია, ყოველთვის განსაკუთრებულად მტკივნეული იყო. ლუდთან ბრძოლა, კაცმა რომ თქვას, სპორტთან ბრძოლასაც გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114212