ფეხბურთი

0:35 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: "გამარჯვება შეგვიძლია"

რუსეთის პრემიერლიგის XI ტურში ცენტრალური მატჩია: “კრასნოდარი” – “ზენიტი”. ეს გუნდები სატურნირო ცხრილის სათავეში არიან და ბუნებრივია ეს მატჩის მიმართ ინტრიგას ზრდის.

თამაშამდე საკუთარი მოსაზრება “კრასნოდარის” ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა გამოთქვა, რომელიც მიიჩნევს, რომ “ზენიტი” ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ “კრასნოდარს” შესწევს გამარჯვების ძალა.

“ზენიტის” შესახებ ბევრი ინფორმაციის მოძიება საჭირო არაა. ყველამ იცის, რომ ეს არის ძალიან კარგი გუნდი მსოფლიო დონის მწვრთნელით და ყველა ტურნირზე, სადაც მონაწილეობს, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ჩვენ ვუყურეთ პეტერბურგელთა ბოლო თამაშებს და შთამბეჭდავათ თამაშობენ, მაგრამ ასევე ჩვენც ვიცით ფეხბურთის თამაში და ვიმედოვნებ, რომ გამარჯვება შეგვიძლია.

კალენდარი ისეა შედგენილი, რომ თითქმის ერთი თვეა საკუთარ მოედანზე არ გვითამაშია. ამიტომ, გულშემატკივარი უკვე ელოდება ამ შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც წინა სეზონში “ზენიტთან” მატჩის დროს”, - აღნიშნა თორნიკემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

ოქრიაშვილს სანქტ-პეტერბურგელებთან გასული სეზონის დაპირისპირება კარგად ახსოვს – ქართველმა “კრასნოდარის” მაისურით სადებიუტო გოლი სწორედ იმ მატჩში გაიტანა, მსაჯის კომპესირებულ დროში და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა. თავად გოლი კი, შედევრი გამოდგა და ბევრი გამოცემის ვერსიით პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო გოლადაც დასახელდა – მაკრატელა დარტყმა.

რაც შეეხება ახალ დაპირისპირებას, იგი 24 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121047