სხვა

22:55 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი სტარტი აიღო. თბილისში მიმდინარე კონტინტენტის პირველობაზე ქართველი ქალბატონები ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, აპენინელებმა ადვილად მოიგეს – 3:0.

საქართველოსა და იტალიას შორის კლასში სხვაობა მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა და ეს ყველაფერი ანგარიშიც აისახა. იტალიელებმა სამივე სეტი პრობლემების და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიგეს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი მარცხი განიცადა. ქართველები მეორე შეხვედრას 23 სექტემბერს, 17:00 საათზე ხორვატიის ნაკრებთან ჩაატარებენ.

საქართველო – იტალია 0:3 (14:25, 12:25, 12:25)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118002