ფეხბურთი

19:44 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: “გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი ამბიციები”

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ აღნიშნა, რომ პირად ამბიციებზე წინ ყოველთვის დგას გუნდი.

“ჩემი პოზიცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მას მოთამაშე. ჩემთვის თავდამსხმელს არ აქვს მხოლოდ გოლის გატანის ფუნქცია. უნდა ითამაშო გუნდისთვის და ასევე თავისუფალ ზონებში პარტნიორებისთვის.

ძალიან ბევრი კრიტიკა მომისმენია, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობ, რომ გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი ამბიციები.

ვმუშაობ, რომ გავიზარდო, ვიყო ეფექტური, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ თავდამსხმელი, თანაგუნდელებსაც ვეხმარები”, - უთხრა ბენზემამ Marca-ს.

ფრანგი მოთამაშე “სამეფო კლუბში” 2009 წლიდან თამაშობს. “რეალის” მაისურით მან 371 მატჩი ჩაატარა და გუნდს 182 გოლითა და 104 საგოლე გადაცემით დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13126