ფეხბურთი

18:23 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “დავიდ ლუისი “ატლეტიკოსთან” აუცილებლად ითამაშებს”

ლონდონის “ჩელსის” ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი მზადაა, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მოტეხილი ხელით ითამაშოს. ეს ინფორმაცია “არისტოკრატების” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დააკომენტარა.

“მზად იქნება თუ არა დავიდ ლუისი? უნდა იყოს, რადგან ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ვიცი, რაც მოხდა “არსენალთან” პირველი ტაიმის მიწურულს, მაგრამ ის “ატლეტიკოსთან” აუცილებლად ითამაშებს.

დავიდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ითამაშოს და ფორმა შეინარჩუნოს გამომდინარე იქიდან, რომ მას პრემიერლიგაში წითელი ბარათის გამო 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს”, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი “ატლეტიკოსა” და “ჩელსის” შორის ოთხშაბათს, 27 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117012