თამაშგარე

12:00 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მთელი მსოფლიო მესის ახალ სვირინგზე ღლიცინებს

ორ კვირაზე მეტია, მსოფლიოს ბულვარული მედია განუწყვეტლივ ქირქილებს არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლეო მესის გადაწყვეტილებაზე. მესიმ საზოგადოებას ამცნო, რომ მისი ცოლის, ანტონელა როკუსოს ტუჩები არც მეტი, არც ნაკლები, საზარდულზე ამოისვირინგა და ამით ამაყობს კიდეც.

მესის თქმით, მას ცოლი ნამეტნავად უყვარს და მუდმივი სურვილი აქვს, რომ ცოლის ტუჩები დღენიადაგ და ყველგან კოცნიდნენ, მაგრამ ეს მშვიდი და უპრეტენზიო კაცი ასეთ ყოვლად ვულგარულ და ეპატაჟურ გადაწყვეტილებას თუ მიიღებდა, ამაქვეყნად, აბა, ვინ წარმოიდგენდა?!

როგორც უკვე გითხარით, ახლა მთელი მსოფლიოს “ყვითელი“ მოკალმეები დიდ ღლიცინსა და ხითხითში არიან. სამწუხაროდ, თავად ამოსვირინგებული ტუჩების ავტორი - სენიორა ანტონელა ამაზე არ აკეთებს კომენტარს, მაგრამ, წესით და რიგით, დიდად ბედნიერი და კმაყოფილი ისიც არ უნდა იყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136506