სხვა

11:43 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესს უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ქ.ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის კონგრესი, რომელსაც დაესწრებიან ევროპის მძლეოსნობის ასოციაციისა და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და/ან გენერალური მდივნები.

საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, კონგრესის პერიოდში, საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრება - მსოფლიო მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.), ოლიმპიური თამაშების „ლონდონი 2012“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტისა და ლორდთა პალატის წევრი, ლორდი სებასტიან კოე.

მომავალ ღონისძიებასთან დაკავშირებით 26 სექტემბერს, 13:30 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება ოფიციალური პრესკონფერენცია, რომელსაც წარუძღვებიან საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, მსოფლიო მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი სებასტიან კოე და ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი და ბალკანეთის მძლეოსნობის ასოციაციის პრეზიდენტი დობრომირ კარამარინოვი.

0.136532