ფეხბურთი

10:23 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

512 დღე და 73 მატჩი: "რეალის" სერია შეწყდა

მადრიდის “რეალმა” საოცარი სერია შეწყვიტა და მატჩი უგოლოდ დაასრულა. “სამეფო კლუბი” “ბეტისთან” ლა ლიგის მეხუთე ტურში დამარცხდა (0:1) და ასე შეწყდა 73 მატჩიანი სერია, რომელშიც “რეალი” გოლის გატანას ზედიზედ ახერხებდა.

512 დღე – სევილიელებთან მატჩამდე “რეალს” ბოლოს გოლი 2016 წლის 26 აპრილს არ ჰქონდა გატანილი. მაშინ, მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “მანჩესტერ სიტის” დაუზავდნენ (0:0).

აქვე გეტყვით, რომ ზინედინ ზიდანის გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო და ლა ლიგის ხუთ ტურში მხოლოდ რვა ქულას მოუყარა თავი. საგულისხმოა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” სამი მატჩიდან ორი ფრე ითამაშა და ერთხელ დამარცხდა. ეს კი, საშინაო არენაზე 2011 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სერიაა.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113259