ფეხბურთი

21:45 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის “რეალს” უკავშირებენ

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი როგორც ჩანს მადრიდის “რეალში” გადასასვლელად ემზადება.

ბოლო პერიოდში გერმანული პრესა აქტიურად განიხილავს ამ საკითხს. წერენ, რომ პოლონელი სეზონის დასრულების შემდგომ კლუბს დატოვებს და მადრიდში გადაინაცვლებს.

საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 29 წლის მოთამაშემ მიუნხენური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, კლუბმა კარგი ფეხბურთელები უნდა შეიძინოს, თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.

ავტორიტეტულმა გაზეთმა Sport Bild-მა დაწერა, რომ ლევანდოვსკი აქტიურად სწავლობს ესპანურ ენას და ახალ სეზონს “სამეფო კლუბში” შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ პოლონელმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და 6 გოლიც მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127443