ფეხბურთი

18:44 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელები მესის: “ცოტა ნაკრებისთვისაც შეინახე”

ლეო მესიმ პოკერი შეასრულა “ბარსელონა”-“ეიბარის” მატჩში (6:1), თუმცა არგენტინული Ole მაინცდამაინც აღფრთოვანებით არ გამოეხმაურა ამ ამბავს:

“ლეო, რამდენიმე გოლი ნაკრებისთვისაც შეინახე”.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მესი “ბარსელონაში” და მესი ნაკრებში – ორი სხვადასხვა ფეხბურთელია. მან 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში მხოლოდ 4 გოლის გატანა შესძლო და აქედან ორი პენალტით მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108857