ფეხბურთი

14:46 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ უპირატესობა კავანის მიანიჭა

“პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი გუნდში პრიორიტეტულ მოთამაშედ რჩება და პარიზელები მას არ შეელევიან. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფმა მიიღო.

როგორც ცნობილია, “ლიონთან” მატჩის დროს მომხდარმა ფაქტმა ნეიმარსა და კავანის შორის ურთიერთობა მეტისმეტად დაძაბა. აღნიშნულ შეხვედრაში, პენალტის შესრულების დროს, შემტევებმა ბურთი ვერ გაიყვეს, საბოლოოდ, თერთმეტმეტრიან ნიშნულთან ურუგვაელი დადგა, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

მატჩის შემდგომ ნეიმარმა თანაგუნდელს საქციელი სოციალურ ქსელში შეუფასა და 30 წლის ურუგვაელი ინსტაგრამზე გამომწერებიდან წაშალა. ითქვა ისიც, რომ ბრაზილიელმა კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაშვების მოთხოვნაც წაუყენა. შექმნილი სიტუაციით გაბრაზებულმა კავანიმ კი სხვა კლუბში გადასვლაზე დაიწყო ფიქრი, თუმცა საქმეში ნასერ ალ ხელაიფი ჩაერია და გადაწყდა, რომ კავანი დარჩება.

RMC-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნეიმარსაც შეხვდა, აღნიშნულ თემაზე იმსჯელეს და შეთანხდნენ, რომ პენალტების შესრულების დროს უპირატესობა ურუგვაელ მოთამაშეს მიენიჭება.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა პსჟ-ს შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც შეეხება კავანის, მან მიმდინარე სეზონის 6 მატჩში 7 გოლი დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114093