ფეხბურთი

16:19 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბობანი: “”მილანში” ვარსკვლავების ნაკლებობაა”

იტალიური “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ხორვატმა ზვონიმირ ბობანმა “როსონერის” ახალ მმართველებსა და ფეხბურთელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში სუპერვარსკვლავებს ვერ ხედავს.

“იტალიის ჩემპიონტის მოგების მთავარ კანდიდატად კვლავ “იუვენტუსს” მივიჩნევ. “მილანმა” ბევრი კარგი მოთამაშე დაიმატა, თუმცა გუნდში ვერ ვხედავ სუპერვარსკვლავებს. ახალი გუნდით მოგება არ არის ადვილი, ფეხბურთელებს დრო სჭირდებათ შესათამაშებლად. იმედი მაქვს, რომ ვცდები.

“მილანი” საუკეთესო გუნდი იყო, რომელშიც ოდესმე მითამაშია. გულიტი, რაიკარდი, ვან ბასტენი, სავიჩევიჩი, ბარეზი, მალდინი – ისინი ყველანი ვარსკვლავები იყვნენ”, - თქვა ბობანმა.

შეგახსენებთ, რომ ბობანი “როსონერიში” 1991-2001 წლებში ირჯებოდა და გუნდთან ერთად მრავალი ტიტული მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111118