ფეხბურთი

11:03 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - რუმინეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 22 სექტემბერს იწყება

საქართველოსა და რუმინეთის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 სექტემბრიდან დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა როგორც ონლაინ ისე, ოლიმპიური სასახლის სალაროებში შეეძლება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა შორის 26 სექტემბერს, 20:30 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პლეი ოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს ისტორიაში პირველად მოიპოვოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110567